თეგი: დავით ნარმანია

დავით ნარმანია: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

"ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ. ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე.  „მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, - განაცხადა ნარმანიამ.  

დავით ნარმანია: იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია - ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება. "ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი გვაქვს ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი და არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი. ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიური წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს. იმ შემთხვევაში თუ გაფარდოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“, - განაცხადა ნარმანიამ.  

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ - სემეკის თავმჯდომარე

საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული არ არის და ელექტროენერგიის ნაწილშიც კი იმპორტი დივერსიფიცირებულია, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ საკითხის უფრო მკაფიოდ განსამარტად ხაზს ვუსვამ, რომ თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია დამოკიდებულია იმაზე რომელი მათგანი უფრო იაფ ფასს შესთავაზებს იმპორტიორს. როგორც წესი ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, მოცემულ პერიოდში რა ფასის შეთავაზება შეუძლიათ. ამდენად, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის კომპონენტში შესაძლებლობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან შემოვიტანოთ, ხოლო ბუნებრივი გაზის 90%-ზე მეტი ყოველთვის აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან”,-აცხადებს ნარმანია. გასულ წელს საქართველომ 47.9 მლნ დოლარის ელექტროენერგიის იმპორტო განახორციელა, რაც წინა წლების იმპორტზე ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკით საქართველომ ელექტროენერგია შემდეგი ქვეყნებისგან იყოდა: აზერბაიჯანი - $28.9 მლნ; რუსეთი - $12 მლნ; თურქეთი - $7 მლნ. 2021 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან ($250 მლნ ) და რუსეთიდან ($70.8 მლნ) ღირებულების გაზი შეისყიდა.   

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია და პირველ სექტემბერს ამუშავებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ  სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, ბირჟა ექსპლუატაციისთვის მზად არის. „სისტემა ბაზრის გახსნისთვის შესაძლოა ითქვას, რომ მზად არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარე რისკებს, რომელიც არსებობს და რომელზეც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ტექნიკურად სისტემა მზად არის“, – განაცხადა ნარმანიამ.  

დავით ნარმანია: ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

"ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფით, ასევე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში - ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში, საქართველოში წელს გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. "სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის. ასე რომ, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ.  

"რუსთავში ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე კიდევ 20 მილიონი დაიხარჯება", - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. „კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავში ინფრასტრუქტურულრუი პროექტების განსახორციელებლად, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის. მათ შორის ერთი ნაწილი არის მთავარი მაგისტრალური სისტემის რამდენიმე მტკივნეული მონაკვეთის გამოცვლა, სადაც ხშირი იყო ავარიები და ეს იწვევდა  პრაქტიკულად მთელი ქალაქის პარალიზებას, წყალმომარაგების სისტემის გამორთვას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ასევე წაიკითხეთ: დავით ნარმანია: ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის  

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა - ნარმანია

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება. „ჩვენ თავის დროზე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით 3-წლიანი ტარიფები დავადგინეთ, რომლის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. შესაბამისად, დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება. ბუნებრივი გაზის სექტორში განაცხადები უკვე მიღებული გვაქვს, რადგან სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება.  შექმნილი გვაქვს აუდიტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეულ კომპანიაში შედის და სწავლობს მათ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯამში 22-მა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, საიდანაც მსხვილი კომპანიები 3-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით მცირე კომპანიებია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას.  

სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა. „დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას. დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით ირჩევა, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. დავით ნარმანია 2014-2017 წლებში ქ. თბილისის მერი და ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს. 2001-2003 წლებში საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში საქმიანობდა. დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი სამეცნიერო საქმიანობას დღემდე აგრძელებს,“ - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით - ნარმანია

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ. ასევე წაიკითხეთ: ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პური მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს  

მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს - ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, - განაცხადა ნარმანიამ.  

ახლო მომავალში, მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის - ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ახლო მომავალში მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. "დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს. მისივე განმარტებით, ფასის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.  

ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს - ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნა ტარიფების ზრდაზე არ იმოქმედებს. „ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის სამი თვით გადავადების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ბაზრის ოპერატორების მოსმენა, რომელიც გაიმართა გასულ კვირას. მოვუსმინეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, კომერციული ბაზრის ოპერატორს, მოვუსმინეთ ბირჟას. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული დავალებების აბსოლუტური უმეტესობა არის შესრულებული, გარდა ძალიან მცირე ტექნიკური ტესტირება და სისტემების სინქრონიზაციისა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მიერ“, – განაცხადა ნარმანიამ.  

სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით - ნარმანია

სულ მცირე, წელიწად-ნახევარი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, მოსალოდნელი არ არის არც გაზის ტარიფების გაზრდა, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს სემეკ-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. „რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია, უცვლელია. კომისიამ გასულ წელს გადახედა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფებს და უცვლელად დატოვა. ასევე, ჩვენ ბუნებრივი გაზის ტარიფები დავადგინეთ გასული წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. შესაბამისად, ხუთი წლით დავადგინეთ ახალი ტარიფები და აქაც ტარიფები დარჩა უცვლელი. ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც, სულ მცირე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი ჩვენ ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით, ისევე როგორც ბუნებრივი გაზის ტარიფები ხანგრძლივვადიანი პერიოდით გვაქვს დადგენილი და აქაც ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.  

ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება

პირველი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შესამცირებლად არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება. “თელმიკოს” არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 29.646 თეთრიდან 26.646 თეთრამდე იაფდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას ტარიფები შემდეგნაირად შემცირდა: 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) 18.041 თეთრიდან - 15. 041 თეთრამდე მცირდება. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე 22.053 თერიდან - 19.053 თეთრამდე გაიფადება ფასი; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარების შემთხვევაში 26.537 -დან 23.537 თეთრამდე გაიფდება. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შემცირება გაზრდილ ჰიდროგენერაციას უკავშირდება, ასევე მზარდია ენგურჰესის გამომუშავებაც, რამაც სისტემაში შედარებით მეტი იაფი ელექტროენერგია გააჩინა. ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტი ჩანაცვლდა. რაც შეეხება “ეპ ჯორჯია მიწოდებას”, რომელიც ძირითადად რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას მის შემთხვევაში ტარიფი 30.879 თეთრიდან 27.879 თეთრამდე მცირდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 14.731 თეთრამდე იაფდება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ფასი 18. 707 თეთრამდე შემცირდა; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარებაზე ტარიფი 23.227 თეთრამდე იაფდება. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.